Illustration გეგმის შემუშავება

გაფრქვევების საბაზისო კადასტრისა და მესგ-ს შემუშავება

გაფრქვევების საბაზისო კადასტრისა და მდგრადი ენერგეტიკისსამოქმედო გეგმის შემუშავება დაინტერესებულ მხარეებისა და მოსახლეობასთან ერთად

დაინტერესებული მხარეებისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მოპოვება

გაფრქვევების საბაზისო კადასტრისა და მესგ-ს შემუშავება მნიშვნელოვან რესურსებს მოითხოვს. თქვენი მუნიციპალიტეტი, განსაკუთრებით კი, თუ საუბარი ეხება მცირე ზომის ქალაქებს, შეიძლება არ ფლობდეს საკმარის ადამიანურ/ფინანსურ რესურსებსა და ტექნიკურ გამოცდილებას აღნიშნული მიზნების მისაღწევად. დამატებითი კონსულტაციისათვის მიმართეთ ტექნიკური დახმარების სამსახურს.

უმნიშვნელოვანესია ასევე მოქალაქეების ჩართულობა მათი ცხოვრების სტილის შეცვლის სტიმულირებისათვის. როგორც შეთანხმების ხელის მომწერი ქალაქი, ვალდებული ხართ, უზრუნველყოთ მოქალაქეების მობილიზაცია და მონაწილეობა მთლიან პროცესში. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების სტრატეგიები, რომლებიც მიზნად ისახავს უნარჩვევების ცვლილებების ხელშეწყობას ენერგიის უფრო ეფექტურად გამოყენებისათვის და მათი კოორდინაცია თქვენი წარმატების აუცილებელი წინაპირობაა!

შეკითხვები?

შეთანხმების კოორდინატორები

  1. რას ნიშნავს შეთანხმების კოორდინატორი?

ენერგეტიკული სააგენტოები

  1. რატომ უნდა მიიღონ ენერგეტიკულმა სააგენტოებმა მონაწილეობა მერების შეთანხმებაში?
  2. რა არის ენერგეტიკული სააგენტოების პოტენციური როლი და ამოცანები?

გაფრქვევების საბაზისო კადასტრის შემუშავება

ენერგიის მოხმარება და CO2-ის ემისია ადგილობრივ დონეზე ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: ეკონომიკური სტრუქტურაზე, ეკონომიკური აქტივობის დონეზე, მოსახლეობის რაოდენობაზეა, მის სიმჭიდროვეზე, შენობების მახასიათებლებზე, სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების გამოყენებასა და განვითარების დონეზე, მოქალაქეების დამოკიდებულებაზე, კლიმატზე და სხვ.

ზოგიერთ ფაქტორზე (მაგ. მოქალაქეების დამოკიდებულებაზე) გავლენის მოხდენა შესაძლებელია ხანმოკლე პერიოდში, მაშინ როდესაც ზოგიერთზე საშუალო ან გრძელვადიან პერიოდში (მაგ. შენობების თბოტექნიკური მახასიათებლები). აუცილებელია იმის განსაზღვრა, თუ რა გავლენას ახდენენ აღნიშნული ფაქტორები, როგორ მერყეობენ დროთა განმავლობაში და რომელ მათგანზე შეიძლება იმოქმედოს ადგილობრივმა მთავრობამ (მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში). გამოფრქვევების საბაზისო კადასტრი აფასებს მერებისშეთანხმების ხელმომწერ ქალაქთა ტერიტორიაზე ენერგიის მოხმარების შედეგად გამოფრქვეული CO2-ის რაოდენობას ან მის ეკვივალენტს. იგი განსაზღვრავს CO2-ის გამოფრქვევის ძირითად წყაროებსა და მათი შემცირების პოტენციალს.

გაფრქვევების საბაზისო კადასტრი წარმოადგენს მესგ-ს საწყის წერტილს, რადგან აღნიშნული ასახავს შინაარსობრივ ინფორმაციას იმ დარგებზე, რომლებიც განაპირობებენ CO2-ის გაფრქვევებს და შესაბამისად აადვილებს შესაბამისი შემარბიოლებელი ღონისძებების შერჩევაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ტექნიკური დახმარების სამსახურს.

ჩამოაყალიბეთ გრძელვადიანი სტრატეგიის თქვენი მკაფიო ხედვა

ენერგეტიკის მდგრადი მომავლის ხედვა უმთავრესი პრინციპია შეთანხმების ხელის მომწერ. ებისათვის. ეს ის კომპონენტია, რომელიც აერთიანებს ყველა დაინტერესებულ მხარეს: პოლიტიკოსებს ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ადგილობრივ ბიზნესებსა და დაინტერესებულ ჯგუფებს. მისი გამოყენება ასევე შეიძლება მარკეტინგული კამპანიებში, რათა ადგილობრივი მთავრობა მსოფლიოს გავაცნოთ.

თქვენი ხედვა უნდა შეესაბამებოდეს მერების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, ანუ უნდა ემსახურებოდეს 2020 წლისათვის CO2-ის ემისიის 20%-ით შემცირების მიზანს, თუმცა შეიძლება, ამაზე ამბიციურიც იყოს.

ხედვა კარგია, თუ ის რეალურად განხორციელებადია და ამასთან ერთად, შიგადაშიგ სრულიად ახალ ღირებულებებსაც ასახავს, ან ძველ, დრომოჭმულ ჩარჩოებს ამსხვრევს. იგი აღწერს ქალაქისათვის სასურველ მომავალს და გადმოცემულია მოქალაქეებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის გასაგები ცნებებით. შეეცადეთ, თქვენი ხედვა და ამოცანები იყოს მკაფიო, გაზომვადი, მიღწევადი, რეალური და დროის ჩარჩოებით განსაზღვრული.

თქვენ შეგიძლიათ „ჩვეულებრივი განვითარების“ სცენარის საფუძველზე დასახოთ CO2-ს გაფრქვევის შემცირების მიზანი, ასეთი მიდგომა ითვალისწინებს 2020 წლისთვის CO2-ის გამოფრქვევის ზრდის არსებულ ტენდენციას. აღნიშნული მეთოდი მოხერხებულია ისეთ სიტუაციაში, როდესაც მიმდინარე გაფრქვევები საკმაოდ დაბალია, მაგრამ მომავალში პროგნოზირებულია მათი ზრდა, მაგალითად როდესაც ქვეყანა იმყოფება ეკონომიკური განვითარების პროცესში (იხ. სახელმძღვანელოს თავი 5, ნაწილი I, ნაწილი II)

კითხვები?

  1. რომელი მეთოდი არის ხელსაყრელი, როცა ქვეყანა იმყოფება ეკონომიკური განვითარების პროცესში და CO2-ს მიმდინარე გამოფრქვევები საკმაოდ დაბალია, მაგრამ მომავალში პროგნოზირებულია მათი ზრდა?

საფუძვლად გამოიყენეთ თქვენი ამჟამინდელი საქმიანობა

მუნიციპალიტეტში არა მხოლოდ პარალელურად მიმდინარე უამრავ დაგეგმვით საქმიანობასა და პოლიტიკების შემუშავებას ვხვდებით, არამედ სხვადასხვა დეპარტამენტის მუშაობის დროს პოტენციურ ერთობლივ ძალისხმევას.

თქვენმა მუნიციპალიტეტმა უნდა განსაზღვროს არსებული მუნიციპალური, რეგიონული და ცენტრალური პოლიტიკა, გეგმები, პროცედურები და ნორმები, რომლებიც გავლენას ახდენს ენერგეტიკისა და კლიმატის საკითხებზე თქვენს ადგილობრივ სამთავრობო დაწესებულებაში. შეგიძლიათ გადახედოთ და შეამოწმოთ ამ დოკუმენტების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისობა ენერგეტიკის მდგრად პოლიტიკასთან. შესაძლებელია ყველა აქტუალური მონაწილისა და დაინტერესებული მხარის მოწვევა პოტენციური კონფლიქტებისა და თანამშრომლობის შესახებ მსჯელობაში მონაწილეობისათვის.

ფინანსური რესურსების გამოანგარიშება და გამოყოფა

უნდა განისაზღვროს გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსები, ასევე მუნიციპალური ბიუჯეტიდან (ხელახლა) გამოსაყოფი თანხების ოდენობა, შესაბამისი ვადა და დაფინანსების პოტენციური გარე წყაროები.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ტექნიკური დახმარების სამსახურს.

შეიმუშავეთ თქვენი სამოქმედო გეგმა

მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა წარმოადგენს სტრატეგიულ და სამუშაო დოკუმენტს, რომელიც შეთანხმების ამოცანების ჩარჩოებს განსაზღვრავს. მასში გამოყენებულია თქვენი გაფრქვევების საბაზისო კადასტრის შედეგები იმისათვის, რომ CO2-ს გამოფრქვევების შემცირების მიზნით ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ განისაზღვროს საქმიანობის ოპტიმალური სფეროები. მესგ განსაზღვრავს გაფრქვევების შემცირების კონკრეტულ ღონისძიებებს დროით ჩარჩოებთან და პასუხისმგებელ შემსრულებლებთან ერთად, რაც გრძელვადიან სტრატეგიას პრაქტიკულ სამოქმედო გარდაქმნის.

შეგიძლიათ აირჩიოთ მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის თქვენთვის სასურველი ფორმატი (მითუმეტეს, თუ სამოქმედო გეგმა აქამდეც განგიხორციელებიათ).

შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა სამოქმედო გეგმა, რომლებიც შეთანხმების ხელის მომწერ ებმა უკვე წარმოადგინეს - ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმები გამოქვეყნებულია და ხელმისაწვდომია შესაბამისი ხელის მომწერი ქალაქებისს პროფილში თქვენი შთაგონებისათვის! შეგიძლიათ აქვე იპოვოთ სხვა მხარეების/მხარდამჭერი სტრუქტურების წარმატებული ღონისძიებების კონკრეტული მაგალითები - გთხოვთ დაუკავშირდით ტექნიკური დახმარების სამსახურს რათა დაგეხმარონ თქვენი რეგიონის მაგალითების მოძებნაში!

დააწკაპუნეთ აქ, რომ ნახოთ ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიში, სადაც შეთანხმების ხელისმომწერებისათვის მოცემულია ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებისზოგიერთი არსებული მეთოდისა და საშუალების მიმოხილვა.

შეკითხვები?

მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა (მესგ)

  1. რა არის მესგ?
  2. რას მოიცავს მესგ?
  3. რომელ სექტორებს/სფეროებს განიხილავს მესგ?

წარმატებული გამოცდილება

  1. რა არის წარმატებული /გამოცდილება?
  2. როგორ უნდა წარადგინოთ თქვენი წარმატებული გამოცდილება?
Twitter
მონაცემთა გაცვლა
მობილურის მეშვეობით
Facebook
გახდით შეთანხმების
ვებგვერდის თაყვანისმცემელი
Newsletter
ყოველთვიური საინფორმაციო
ბიულეტენის გამოწერა
Rss
სიახლეების რეალურ
დროში მისაღებად
ევროკომისიის ევროკომისიის. მერების შეთანხმების ოფისების მიერ კოორდინირებული ვებგვერდი.
სიახლეები | პროგრამა | საიტის რუკა | Rss დახმარება | ვებგვერდის შემქმნელები | იურიდიული საკითხები