Illustration ლექსიკონი

მერების შეთანხმება არის მრავალმხრივი ინიციატივა, რომელიც აერთიანებს ბევრ მონაწილეს, უამრავ ეტაპსა და პროცესს. წინამდებარე ლექსიკონი ახალ წევრებს დაეხმარება გზის გაკვლევაში, რადგანაც მასში შეთანხმების შესახებ ანბანურად დალაგებული ამომწურავი ინფორმაციაა წარმოდგენილი.

გაფრქვევების საბაზისო კადასტრი

ემისიის საბაზისო ინვენტარიზაცია რაოდენობრივად გამოხატავს შეთანხმების ხელის მომწერნი ტერიტორიაზე საბაზისო წლის განმავლობაში ენერგიის მოხმარების შედეგად CO2-ის ემისიის რაოდენობას. იგი განსაზღვრავს CO2-ის ემისიის გამოფრქვევის ძირითად წყაროებსა და მათი შემცირების პოტენციალს.

წარმატებული პრაქტიკა/გამოცდილება

წარმატებული გამოცდილება – ეს არის შეთანხმების მხარების მიერ საკუთარ ტერიტირიაზე განხოციერლებული წარმატებული ადგილობრივი წარმატებული ინიციატივების მაგალითებ ი და რომელთა გამოყენების რეკომენდაციას უწევენ სხვა ადგილობრივ ორგანოებს.

შეთანხმების კოორდინატორები

ევროკომისია“ შეთანხმების კოორდინატორებს“ განმარტავს, როგორც სახელმწიფო ადმინისტრაციებს, რომლებიც სტრატეგიულ, ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ მერების შეთანხმების ხელის მომწერ მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საკმარისი კვალიფიკაცია და/ან რესურსი საჭირო მოთხოვნების შესასრულებლად. კომისია განასხვავებს ადგილობრივ კოორდინატორებს, რომლებიც არიან დეცენტრალიზებული თვითმმართველობები - მხარეები, რეგიონები და მუნიციპალიტეტების ჯგუფები - და ცენტრალურ კოორდინატორებს, რომლებსაც მიეკუთვნება ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები - მათ შორის ქვეყნის ენერგეტიკული სააგენტოები და სამინისტროები.

მერების შეთანხმების აღმოსავლეთით გაფართოება

მერების შეთანხმება აღმოსავლეთთით ოფისი, რომელიც დაარსდა და დაფინანსდა ევროკომისიის განვითარებისა და თანამშრომლობის გენერალური დირექტორატის მიერ, პასუხისმგებელია აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რიგ ქვეყნებში ინიციატივების კოორდინირებასა და მართვაზე. იგი ხელმომწერ მხარეებს უწევს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ დახმარებას, ხელს უწყობს შეთანხმების მხარეებს შორის კავშირის დამყარებასა და მათი საქმიანობის სტიმულირებას. ბრიუსელის ოფისის გარდა, მერების შეთანხმება - აღმოსავლეთით ოფისები მდებარეობენ ლვოვში (უკრაინა), თბილისში (საქართველო), ერევანში (სომხეთი) და ალმატაში (ყაზახეთი) და ეხმარებიან ხელისმომწერ მხარეებს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდავეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უკრაინასა და უზბეკეთში.
მათ მართავს კონსორციუმი, რომელსაც სათავეში უდგას ასოციაცია Energy Cities (ენერგო ქალაქები) და რომელშიც შედის Climate Alliance (კლიმატური ალიანსი), უკრაინის ენერგოეფექტური ქალაქების ასოციაცია და ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკოლოგიური ცენტრი.

შეთანხმების მხარდამჭერები

ევროკომისია შეთანხმების მხარდამჭერებს განმარტავს, როგორც ადგილობრივი მთავრობების ევროპულ, ადგილობრივ და რეგიონულ ქსელებსა და ასოციაციებს, რომლებიც მერების შეთანხმების ინიციატივის სტიმულირებასა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში ხელის მომწერი მხარეების დახმარებას ცდილობენ აქტიური ლობირებით, კომუნიკაციითა და კავშირების დამყარებით.

ენერგეტიკული სააგენტოები

ადგილობრივი და რეგიონული ენერგეტიკული სააგენტოები მხარს უჭერენ ენერგიის მართვის ჯანსაღი პრაქტიკის შემოღებას, იცავენ მდგრადობის კონცეფციას, იძლევიან ინფორმაციასა და კონსულტაციას და სთავაზობენ სხვადასხვა მომსახურებას ენერგიის სპეციფიკური ადგილობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე. ენერგეტიკული სააგენტოები სახელმწიფოების მიერ ფინანსდება.

დახმარების სამსახური

ტექნიკური დახმარების სამსახური მთავარი შუამავალია ადგილობრივ მთავრობებსა და მერების შეთანხმების ოფისს შორის. იგი ხელის მომწერთ ზოგად და ტექნიკური ხასიათის მხარდაჭერას აღმოუჩენს, მონაწილეობს მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებაში და ახორციელებს შედეგების მონიტორინგს.

გეგმის განხორციელების ანგარიში

გეგმის განხორციელების ანგარიში არის დოკუმენტი, რომელიც შეთანხმების ხელმომწერებმა უნდა წარმოადგინონ მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის წარდგენიდან შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და რომელში ასახული უნდა იყოს განხორციელების შუალედური შედეგები. ამ ანგარიშის მიზანია წინასწარი შედეგების დასახულ ამოცანებთან შესაბამისობის შემოწმება.

გაერთიანებული კვლევითი ცენტრი

გაერთიანებული კვლევითი ცენტრი წარმოადგენს ევროკომისიის სამეცნიერო და ტექნიკურ ინსტრუმენტს, რომელიც პასუხისმგებელია ინიციატივის ტექნიკურ და მეცნიერულ მხარდაჭერაზე. ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს მერების შეთანხმების ოფისთან, რათა ხელის მომწერ მხარეებს გასაგები სახით მიაწოდოს ტექნიკური ინსტრუქცია და ნიმუშები და ამით დახმარება გაუწიოს მერების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში; ამასთან, ცენტრი აკონტროლებს მესგ-ს განხორციელების პროცესს და მიღებულ შედეგებს. ერთობლივი კვლევითი ცენტრის ვებგვერდია: http://ec.europa.eu/dgs/jrc/

„ადგილობრივი ენერგეტიკული დღეები"

„ენერგეტიკის ადგილობრივი დღეები"არის შეთანხმების ხელმომწერი მხარეების მიერ ორგანიზებული ღონისძიებები, რომლთა მიზანია, საზოგადოების ინფორმირება ენერგიის უფრო გონივრულად გამოყენების შესაძლებლობებზე. აღნიშნული დღეები ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიებს საშუალებას აძლევს, ესგ-ს შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ საერთო დიალოგში ჩართოს ახალი პარტნიორები და მოქალაქეები. „ენერგეტიკის დღეების“ ორგანიზება ხდება წელიწადის გარკვეულ დროს და ხორციელდება სხვადასხვა ფორმით, ხშირ შემთხვევაში კი სემინარების, გამოფენების, ექსკურსიებისა და ღია კარის დღეების სახით.

მდგრადი ენერგეტიკისსამოქმედო გეგმა

მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა წარმოადგენს მთავარ დოკუმენტს, რომელშიც შეთანხმების ხელმომწერი აღწერს, თუ როგორ აპირებს 2020 წლისათვის CO2-ის გამოფრქვევების შემცირების დასახული მიზნის მიღწევას. აღნიშნული გეგმა განსაზღვრავს ამ მიზნების მისაღწევად გასატარებელ ღონისძიებებსა და ზომებს, ასევე, ამ ღიონისძიებების ვადებსა და პასუხისმგებელ პირებს. შეთანხმების ხელმომწერებს შეუძლიათ, მერების შეთანხმების მესგ-ს სახელმძრვანელო პრინციპების შესაბასად თავად აირჩიონ მესგ-ს ფორმატი.

მესგ-ს ნიმუში/შაბლონი

მესგ-სნიმუში/შაბლონი წარმოადგენს ელექტრონულ დოკუმენტს, რომელიც შეთანხმების ხელმომწერმა მხარეებმა უნდა შეავსონ ონლაინ რეჟიმში ინგლისურ ან რუსულ ენაზე, თავიანთ სახელმწიფო ენაზე შესრულებული მესგ-ს წარდგენასთან ერთად. აღნიშნული შაბლონი შემუშავებულია ხელმომწერი მხარეებისთვის დაგეგმილი ღონისძებების სტრუქტურირების, ასევე მათი შემდგომი შესრულების მონიტორინგისა და კონტროლის გამარტივების მიზნით.

ვებინარი

ვებინარი არის რეალურ დროში მოწყობილი ინტერაქტიული პრეზენტაცია ინტერნეტში, რომელიც შეთანხმების დაინტერესებულ მხარეებს - მათ შორის ხელის მომწერებს, შეთანხმების მხარდამჭერებსა და კოორდინატორებს - საშუალებას აძლევს, დაესწრონ მერების შეთანხმების ოფისის წევრების ან სხვა ექსპერტების მიერ შეთანხმებასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე ჩატარებულ ლექციას.

Twitter
მონაცემთა გაცვლა
მობილურის მეშვეობით
Facebook
გახდით შეთანხმების
ვებგვერდის თაყვანისმცემელი
Newsletter
ყოველთვიური საინფორმაციო
ბიულეტენის გამოწერა
Rss
სიახლეების რეალურ
დროში მისაღებად
ევროკომისიის ევროკომისიის. მერების შეთანხმების ოფისების მიერ კოორდინირებული ვებგვერდი.
სიახლეები | პროგრამა | საიტის რუკა | Rss დახმარება | ვებგვერდის შემქმნელები | იურიდიული საკითხები