Illustration მერების შეთანხმება

მერების შეთანხმება არის ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივა. იგი აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც
ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე. შეთანხმების ხელმომწერნი მიზნად ისახავენ 2020 წლისათვის შეამცირონ CO2-ის ემისიები მინიმუმ 20%-ით და ამით თავიანთი წვლილი შეიტანონ მწვანე ეკოლოგიურად ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის.

მერების შეთანხმების ზოგადი მიმოხილვა

2008 წელს ევროკავშირის კლიმატისა და ენერგო პაკეტის მიღების შემდეგ ევროკომისიის ინიციატივით შეიქმნა მერების შეთანხმება რათა წაეხალისებინა და დახმარება გაეწია ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის ენერგეტიკის მდგრადი პოლიტიკის განხორციელებაში. ადგილობრივი მთავრობები მართლაც გადამწყვეტ როლს თამაშობენ კლიმატის ცვლილების შემცირებაში, რადგან ქალაქებზე ენერგიის მოხმარებისა და CO2-ის ემისიის 80% მოდის.

მერების შეთანხმების მეშვეობით ევროკავშირის ინსტიტუტებმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგეს - უშუალოდ ჩართეს ადგილობრივი და რეგიონული მთავრობები და ამით აღიარეს მათი მნიშვნელოვანი როლი ამბიციური ენერგეტიკული და კლიმატური ამოცანების შესრულებაში.

საქმით დამტკიცებული სიტყვა

დაკისრებული პოლიტიკური ვალდებულებების კონკრეტულ ღონისძიებებსა და პროექტებში გარდასახვისთვის, შეთანხმების ხელმომწერნი, იწყებენ ნახშირორჟანგის გაფრქვევების საბაზისო კადასტრის მომზადებას (რასაც წინ უსწრებს ადგილობრივი მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკის ჩამოყალიბება და შესაბამისი ინსტიტუციონალურ/მმართველობითი უნარების შექმნა) და შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი წლის განმავლობაში წარადგეენენ მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმს, რომელშიც ასახული იქნება მათ მიერ განსახორციელებლი ძირითადი ღონისძიებები.

ენერგიის დაზოგვის გარდა, ხელმომწერები შემდეგ სახის შედეგებსაც აღწევენ: სუფთა და ფინანსურად ხელმისაწვდომი ენერგიით სარგებლობის საშუალება, კვალიფიციური და სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნა, ფინანსური და სოციალური სტაბილურობის ზრდა, ჯანსაღი გარემოსა და უკეთესი საცხოვრებელი პირობების ჩამოყალიბება, ბიზნესის განვითარებისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, გაუმჯობესებული კომუნალური მომსახურება და ინფრასტრუქტურა.

ეს ღონისძიებები სხვებისათვის სამაგალითოს წარმოადგენენ და ე.წ. „წარმატებული გამოცდილების“ მონაცემთა ბაზაში არიან თავმოყრილი.

ინფორმაციის უნიკალური წყაროა მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმების კატალოგიც, რადგან იქ თვალის ერთი გადავლებით შეგვიძლია, წარმოდგენა შევიქმნათ ხელმომწერი სხვა ქალაქების მიერ დასახული ამბიციური ამოცანებისა და მათ მისაღწევად არჩეული ძირითადი გზების შესახებ.

მრავალმხრივი მხარდაჭერა

ხელისმ ომწერნი ქვეყნებში,
მართალია, შეთანხმებაზე ხელის მოწერის პოლიტიკურ ნებას სულ უფრო მეტი მუნიციპალიტეტი გამოთქვამს, ზოგ მათგანს ყოველთვის შეიძლება არ ჰქონდეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ფინანსური და ტექნიკური რესურსები. ამიტომ შეთანხმების ფარგლებში საგანგებო სტატუსი მიენიჭა ისეთ სახელმწიფო ადმინისტრაციებსა და სამთავრობო ქსელებს, რომლებსაც შეუძლიათ ხელის მომწერი ქალაქების დახმარება მათი ამბიციური მიზნების მიღწევაში.

ადგილობრივი მთავრობების ქსელები და ასოციაციები, რომლებიც ცნობილი არიან, როგორც შეთანხმების მხარდამჭერები, პასუხისმგებლობას იღებენ, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ინიციატივის განხორციელებას სტიმულირებით, თავიანთ წევრებთან დაკავშირებითა და გამოცდილების გაზიარებით.

მერების შეთანხმების ოფისიდან
შეთანხმების ხელისმომწერი ქალაქებისათვის, კოორდინატორებისა და მხარდამჭერებისათვის საინფორმაციო, ტექნიკური და ადმინისტრაციული დახმარების გაწევა ხდება ყოველდღიურად მერების შეთანხმების ბრიუსელის ოფისიდან და ასევე მერების შეთანხმების ლვოვის (უკრაინა), თბილისის (საქართველო), ერევნის (სომხეთი) და ალმაატის (ყაზახეთი) რეგიონული ოფისებიდან. მერებისმერების შეთანხმება აღმოსავლეთის ოფისები ყოველდღიურად უწევენ საინფორმაციო, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დახმარებას შეთანხმების ხელმომწერ, კოორდინატორ და მხარდამჭერებს . ლვოვის, თბილისის, ერევნისა და ალმაატის განყოფილებების მმართველობა ხორციელდება ადგილობრივი, და რეგიონალური ხელისუფლებისა და უმაღლესი ეროვნული ორგანოების მიერ. შეთანხმების ოფისი ბრიუსელში პასუხისმგებელია ინიციატივის საერთო კოორდინაციაზე.

გაერთიანებული კვლევითი ცენტრის მხრიდან
მერების შეთანხმების ოფისებთან თანამშრომლობით ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრი ხელმომწერ ქალაქებს სამეცნიერო და ტექნიკური მხარდაჭერას უწევს, განსაკუთრებით კი გაფრქვევების საბაზისო კადასტრისა და მდგრადი ენერგეტიკული სამოქმედო გეგმების შემუშავებაში.

პროექტში მონაწილეობის სრულ პროცესში ხელმომწერი მხარეები იღებენ ინსტრუქტაჟს მერების შეთანხმების ოფისებისა და გაერთიანებული კვლევითი ცენტის მიერ შემუშავებული მრავალრიცხოვანი ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიების მეშვეობით.

ევროკავშირის ინსტიტუტებიდან
ევროკომისიის გარდა შეთანხმების ინიციატივა სარგებლობს სხვა დაწესებულებების სრული მხარდაჭერითაც. მათ რიცხვში შედის რეგიონების კომიტეტი, რომელიც ინიციატივას წამოწყების დღიდან უჭერდა მხარს; ევროპარლამენტი, სადაც ჩატარდა ყოველწლიური ხელმოწერის ცერემონიალი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომელიც ადგილობრივ მთავრობებს თავიანთი საინვესტიციო პოტენციალის რეალიზაციაში ეხმარება.

Twitter
მონაცემთა გაცვლა
მობილურის მეშვეობით
Facebook
გახდით შეთანხმების
ვებგვერდის თაყვანისმცემელი
Newsletter
ყოველთვიური საინფორმაციო
ბიულეტენის გამოწერა
Rss
სიახლეების რეალურ
დროში მისაღებად
ევროკომისიის ევროკომისიის. მერების შეთანხმების ოფისების მიერ კოორდინირებული ვებგვერდი.
სიახლეები | პროგრამა | საიტის რუკა | Rss დახმარება | ვებგვერდის შემქმნელები | იურიდიული საკითხები