










Офис СоМ East в Киеве
ул. Прорезная 10, оф. 66
Киев, 01034, Украина)
Офис CoM East во Львове
ул. Костомарова 1/3, оф. 5
Львов, 79000, Украина
Офис CoM East в Тбилиси
Ул. Д. Гамрекели 19, оф. 611
Тбилиси, 0160, Грузия
Офис CoM East в Ереване
ул. Чаренца 1, оф. 201
Ереван, 0025, Армения
Офис СоМ East в Беларуси
Просп. Независимости 95/1, оф. 807
Минск, 220043, Беларусь
Офис СоМ East в Молдове
ул. Александри Василе 78, оф. 210
Кишинев, 2012, Молдова
ხელმოწერა
ეტაპი 1: მერების შეთანხმებაზე ხელის მოწერა

მძლავრ პოლიტიკურ ინიციატივაში მონაწილეობა
თქვენს ხელმოწერას საჯარო განცხადების გაკეთებაზე მეტი მნიშვნელობა აქვს. თქვენი საზოგადოება იწყებს შეთანხმებით გათვალისწინებული ამბიციური ენერგეტიკული და კლიმატური ამოცანების შესრულებაში წვლილის შეტანას. მერების შეთანხმების მეშვეობით მონაწილეობას იღებთ მოძრაობაში, რომელიც საერთო მიზნისათვის აერთიანებს ადგილობრივ მთავრობებს. შეგიძლიათ, მათი გამოცდილება თქვენს ტერიტორიაზე გამოიყენოთ და ისარგებლოთ სხვა ადგილობრივი და რეგიონული მაგალითებით. ამ გვერდზე მიიღებთ ინფორმაციას, იდეებსა და კონკრეტულ ნაბიჯებს ჩვენი საერთო მიზნისკენ, რაც 2020 წლისათვის CO2-ის ემისიის მინიმუმ 20%-ით შემცირებაა!
შეკითხვები?
ამბიციური ვალდებულება
მერების შეთანხმების ყველა ხელის მომწერი ქალაქი ნებაყოფლობით და ერთსულოვნად კისრულობს ვალდებულებას, გადააჭარბოს შეთანხმების საერთო მიზანს, რომელიც CO2-ის ემისიის შემცირებას გულისხმობს.
ხელის მომწერი ქალაქების მიზანია CO2-ის ემისიის 20%-ზე მეტით შემცირება 2020 წლისათვის. ისინი ამას ადგილობრივი ენერგეტიკულად მდგრადი პოლიტიკის შემუშავებით აღწევენ, რაც საკმარის ადმინისტრაციულ რესურსს მოითხოვს ენერგოეფექტურობის ღონისძიებების დანერგვისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების გზით ამ ამოცანების შესასრულებლად ადგილობრივი ხელისუფლება კისრულობს შემდეგ ვალდებულებებს:
- გაფრქვევების საბაზისო კადასტრის (BEI) მომზადება ხელშეკრულებასთან მიერთებიდან ერთი წლის განმავლობაში;
- მუნიციპალური საკრებულოს მიერ დამტკიცებული მდგრადი ენერგეტიკისსამოქმედო გეგმის -მესგ -ს წარდგენა ხელშეკრულებასთან მიერთებიდან ერთი წლის განმავლობაში;
- მესგ-სენერგეტიკის წარდგენიდან, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, რეგულარულად ე.წ. განხორციელების ანგარიშის გამოქვეყნება, რომელშიც აღნიშნული იქნება სამოქმედო გეგმის განხორციელების სტადია და შუალედური შედეგები;
- მესგ-ს ღონისძიებების პოპულარიზაცია, მოქალაქეებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, „ადგილობრივი ენერგეტიკული დღეების“ რეგულარული ჩატარება;
- მერების შეთანხმების ძირითადი მისიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სხვა ადგილობრივი მთავრობებისათვის შეთანხმებაში მონაწილეობისაკენ მოწოდებისა და მთავარ ღონისძიებებსა თუ თემატურ სემინარებში წვლილის შეტანის სახით.
დამატებითი ინფორმაცია:
მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის შემუშავების სახელმძღვანელო აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის ქალაქებში
შეთანხმების ხელის მომწერი მხარეების ოფიციალური პოლიტიკური ვალდებულება კონკრეტულ ზომებად და პროექტებად უნდა გარდაიქმნეს. როგორც ხელისმომწერი, თქვენი ადგილობრივი ხელისუფლება თანახმაა ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ანგარიშების მიწოდებაზე და მონიტორინგის განხორციელებაზე. თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ხელისუფლება არ შეასრულებს შეთანხმების პირობებს, მისი წევრობა შეთანხმებაში შეწყვეტილი იქნება.
გაეცანით ძირითად პრინციპებსა და ეტაპებს, რომლებიც შეთანხმების ყველა ხელის მომწერმა უნდა გაითვალისწინოს თავიანთი ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის განხორციელებისას. ეს პრინციპები უკავშირდება შეთანხმების ხელმოწერით ნაკისრ ვალდებულებებს და წარმოადგენს წარმატების აუცილებელ პირობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ტექნიკური დახმარების სამსახურს.
შეკითხვები?
მერების შეთანხმება
შეთანხმების ეტაპები
ხელის მომწერნი
შეთანხმების კოორდინატორები
შეთანხმების მხარდამჭერები
Academia corner
Local and Regional Energy Agencies
შეთანხმებასთან დაკავშირებული ინიციატივები
საკონტაქტო ინფორმაცია
მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა
Monitoring Action Plans
წარმატებული გამოცდილება
Демонстрационные проекты
Coordinators and Supporters’ Benchmark of Excellence
როგორც ადგილობრივი მთავრობა
მხარის ან რეგიონის სახით
ადგილობრივი ხელისუფლების ქსელის ან ასოციაციის სახით
As a Local and Regional Energy Agency
შეთანხმების რუკა

სიახლეები | პროგრამა | საიტის რუკა | Rss დახმარება | ვებგვერდის შემქმნელები | იურიდიული საკითხები